„მესხეთის კულტურული მემკვიდრეობა“- ახალციხის N5 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
05-07-2022

ახალციხის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე სასწავლო წლის განმავლობაში აქტიურად ზრუნავდნენ. 

სკოლაში საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის პროექტის „მესხეთის კულტურული მემკვიდრეობა“ დასკვნითი ნაწილი გაიმართა.

მასში საბაზო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ გამოფენა მოაწყვეს, რომელიც მთლიანად მესხეთს ეხებოდა. 

დამსწრე საზოგადოებას მესხური კერძების დაგემოვნების შესაძლებლობაც ჰქონდათ. 

პროექტის ხელმძღვანელი ინგა ვარდიძე იყო.

„წარმოდგენილი იყო მესხეთის ისტორიულ-არქიტექტურული, ბუნების ძეგლები, ასევე მესხური სამზარეულოს ამსახველი ფოტოები და ცოცხალი ნიმუშები. მოსწავლეებს პროექტის განმავლობაში მითითებებს აძლევდნენ საზოგადოებრივი მეცნიერებათა კათედრის პედაგოგები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203