ვაიოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი კონცერტით დასრულდა
05-07-2022
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
ამასთან დაკავშირებით, სკოლაში კონცერტი გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
ისინი სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ.
ღონისძიების ხელმძღვანელი მუსიკის პედაგოგი მაია ლორთქიფანიძე იყო.
„მაია ლორთქიფანიძემ ყველა მოსწავლე ჩართო ღონისძიებაში. მადლობა მონაწილეებსა და მშობლებს ჩართულობისა და მხარდაჭერისათვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს