„მზად ვართ, შევუდგეთ ახალი საგნის სწავლებას“- ტიგრან სარუხანიანი, დილითის საჯარო სკოლის დირექტორი
05-07-2022
საქართველოს საჯარო სკოლების პირველ კლასში ჭადრაკის სწავლება სავალდებულო ხდება. მოსწავლეები ამ საგანს ახალი სასწავლო წლიდან გაივლიან. ჩვენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილითის საჯარო სკოლის დირექტორ ტიგრან სარუხანიანს ვკითხეთ, არის თუ არა მათი სკოლა მზად ეს საგანი ასწავლოს, შეარჩიეს თუ არა პედაგოგი.
მისი თქმით, კადრი უკვე შერჩეულია, თუმცა მას გადამზადება ჯერ არ გაუვლია.
დირექტორმა აღნიშნა, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემოა შექმნილი.
„ტრენინიგს ჯერ ველოდებით, მაგრამ კადრი გვყავს შერჩეული, ვინც პირველკლასელებს შეასწავლის საგანს. თავად ისედაც კარგად იცის ჭადრაკი და შესაბამისად, მზად ვართ, რომ შევუდგეთ ახალი საგნის სწავლებას“,- ამბობს ტიგრან სარუხანიანი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს