ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა დაუვიწყარი ოთხი წელიწადი ღონისძიებით შეაჯამეს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.ამასთან დაკავშირებით, სკოლაში მხიარული, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება „ეს ოთხი წელიწადი“ გაიმართა.
მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
ისინი სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ.
მათ კლასი კლასი დამრიგებელმა ლალი ბექაურმა მიმართა და წარმატება უსურვა. მათ სკოლის დირექტორმა დავით სეთურმაც მიმართა.
„ბავშვებო, ძალიან მიყვარხართ და მიმძიმს თქვენთან განშორება, ოთხი წელი, მოგონებები, სიყვარული, სასკოლო ცხოვრებაში ერთად ხალისიანად ჩართულები, ჩვენ ხომ ერთი გუნდი ვიყავით და ერთ მუშტად შეკრული, მეამაყებით, რომ ხართ ესეთი კარგები და მინდა, რომ სულ წარმატებულები ყოფილიყავით ცხოვრების მანძილზე“,- წერს ლალი ბექაური.