ახმეტის კულტურის ცენტრი მოცეკვავესა და მსახიობს, ეკა ორბეთიშვილს გვაცნობს
05-07-2022
ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი პროექტის „ხელოვანები ახმეტიდან“ ფარგლებში, მოცეკვავესა და მსახიობ ეკა ორბეთიშვილს გვაცნობს.
მას საკუთარი სტუდია აქვს.
როგორც ამბობს, ცეკვა 5 წლიდან დაიწყო, თუმცა პროფესიულ დონეზე შესწავლა გვიან, სტუდენტობისას დაიწყო. ის უნივერსიტეტის ანსამბლში სწავლობდა.
„20 წლის ვიყავი, როდესაც გადავწყვიტე, რომ ამ საქმეს უნდა გავყვე, რადგან ერთხელ ვარ ამ ქვეყანაზე და რაც მიყვარს ის საქმე უნდა ვაკეთო - ყოველთვის ამას ვამბობ და ჩემს მოსწავლეებსაც ვეუბნები“,- ამბობს ეკა ორბეთიშვილი.
უნივერსიტეტის შემდეგ ანსამბლ „როკვაში“ ცეკვავდა, მერე კი, 3 წლის განმავლობაში, სუხიშვილების აკადემიაში სწავლობდა.
პანდემიის პერიოდში გადაწყვიტა, რომ კიდევ ერთ ანსამბლში ეცადა ბედი. ამაში კი ახმატის კულტურის ცენტრი დაეხმარა, რადგან, როგორც ამბობს, ანსამბლში მისვლამდე ფორმაში არ იყო და ამის გამოსასწორებლად საღამოობით, 2 კვის განმავლობაში ახმეტის კულტურის ცენტრში დადიოდა.
ეკაორბეთიშვილიამბობს, რომ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი და განვითარების შეწყვეტას არ აპირებს.
ერთი წელია, რაც მან სტუდია „გენია“ გახსნა. ქორეოგრაფი მოსწავლეთა განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს. ის იმისთვის, რომ ბავშვებს ასწავლოს თბილისიდან დადის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს