„ჩვენ გვიყვარს სკოლა!“- საყულიის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა
05-07-2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე მთელი სასწავლო წლის განმავლობაში აქტიურად ზრუნავდნენ. 

თავად მოსწავლეებიც არაერთ აქტივობაში ჩაერთნენ. მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა აქტივობა „ჩვენ გვიყვარს სკოლა“ განახორციელეს. მათ სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია მოაწესრიგეს. ნიადაგი კი ყვავილების დასარგავად მოამზადეს. 

გარდა ამისა, მათ შეასრულეს სიმღერები, ცეკვები და აქტივობაში დიდი ხალისით ჩაერთნენ. 

„დიდი ენთუზიაზმითა და სიხარულით ჩაებნენ მუშაობაში. მათი განწყობა მეტად ხალისიანი იყო. ასეთი შემართებისათვის მადლობა თითოეულ მოსწავლეს. ვუსურვებთ საინტერესო და ხალისიან ზაფხულის არდადეგებს. მათი საყვარელი სკოლა, მეგობრები და პედაგოგები მოუთმენლად ელოდებიან. დროებით, მომავალ შეხვედრამდე“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203