„ყვავილების ცეკვა“ - ჩიხის საჯარო სკოლის პირველკლასელთა არაჩვეულებრივი წარმოდგენა
05-07-2022

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ აქტივობასა და ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. 

მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავდნენ. 

პირველი კლასის მოსწავლეებმა არაჩვეულებრივი წარმოდგენა „ყვავილების ცეკვა“ გამართეს. ისინი საზეიმოდ გამოეწყვნენ, თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.

„ყვავილების ცეკვა, სუპერ ბავშვები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო ბმულზე 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203