
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოს საჯარო სკოლის პედაგოგი მედეა ხაჩიძე etaloni.ge-მ დააჯილდოვა.
აქტიურ მასწავლებელს საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა სასკოლო ცხოვრების, აქტივობა-სიახლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის ეროვნულ საქმეში ნაყოფიერი, ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობისთვის სპეციალური დიპლომი მიანიჭა.
სკოლის სახელის ღირსეულად წარმოსაჩენად etaloni.ge-სთან ნაყოფიერად თანამშრომლობს და ცოდნის პოპულარიზაციის საქვეყნო საქმეში ჩვენს გვერდით დგას.
სკოლაში პედაგოგის წარმატება ახარებთ.