შუა ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თანატოლებს მათი დღესასწაული თეატრალური წარმოდგენით მიულოცეს
05-07-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ აქტივობასა და ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. 

მათ შორის ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაც იყო. მოსწავლეებმა საზოგადოებას არაჩვეულებრივი თეატრალური ნომერი შესთავაზეს, რამაც ყველას მოწონება დაიმსახურა. 

აღსანიშნავია, რომ ისინი ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად მოემზადნენ და თავიანთი შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

„მოსწავლეებმა, Mac Georgia-ს თანადგომით, ბავშვთა დაცვის დღე მიულოცეს სრულიად საქართველოს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო ბმულზე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203