ქუტირის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სპორტული წარმატება
05-07-2022
აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ აქტივობასა და ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. 

ისინი ხონში გამართულ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში ჩაერთნენ. გუნდური შეჯიბრებები 2007-2008 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა და გოგონათა შორის ფეხბურთში, კალათბურთში, მძლეოსნობაში, ჭადრაკში, თავისუფალი სტილით ჭიდაობასა და ფრენბურთში გაიმართა. 

სკოლის გუნდმა ფრენბურთში ღირსეულად იასპარეზა, თუმცა ნახევარფინალში დამარცხდა. 

გარდა ამისა, მოსწავლეები სასპორტო სკოლის დაარსებიდან 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ტურნირში მონაწილეობდნენ. ის მძლეოსნობაში გაიმართა და ლერი და მამუკა ჩხენკელების ხსოვნას მიეძღვნა. ტურნირში ქუტირის საჯარო სკოლამ მესამე ადგილი დაიკავა. 

მოსწავლეებმა წარმატებას სპორტის სხვა სახეობებშიც მიაღწიეს.

„პირად პირველობაში ბირთვის კვრაში პირველ ადგილზე გავიდა მოსე ღაღანიძე, რომელიც დაჯილდოვდა ოქროს მედალითა და სიგელით. ადგილიდან სიგრძეზე ხტომაში ასევე პირველ ადგილზე გავიდა გოგონებში ანანო ქავზინაძე, რომელიც დაჯილდოვდა შესაბამისი მედლითა და სიგელით. მეოთხე ადგილზე გავიდნენ რბენა 1000 მეტრზე გიორგი უგულავა და ბირთვის კვრაში ანი ბუაძე“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203