ქართული ენის ღირსეული მცველები თელავის N9 სკოლიდან
05-07-2022

თელავის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლოო წლის განმავლობაში არაერთ აქტივობასა და ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. 

მათ შორის იყო ქართული ენისადმი მიძღვნილ გაკვეთილებზე გამართული პრეზენტაციები. მოსწავლეებმა პრეზენტაციები ენის წარმოშობისა და ქართული ენის სიდიადის შესახებ ჩაატარეს.

ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და საინტერესოდ ისაუბრეს.

„პრეზენტაციაზე ხდება ურთიერთშეფასება, წარმოსახვითი და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა. მნიშვნელოვნად მიმაჩნია სოციალური უნარის განვითარებაც“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203