ორგორის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი მრავალფეროვანი და ემოციებით აღსავსე ღონისძიებით დაასრულეს
05-07-2022

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სკოლის IX კლასელებმა სასწავლო წელი მრავალფეროვანი და ემოციებით აღსავსე ღონისძიებით დაასრულეს.

მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ფლეშმობი გამართეს, წაიკითხეს ლექსები მასწავლებლებს გაწეული შრომისათვის მადლობის ნიშნად მიუძღვნეს გამოსამშვიდობებელი სიტყვები, გააკეთეს მასწავლებლების პაროდიები და თითოეული პედაგოგი ყვავილებით დაასაჩუქრეს.

ღონისძიება ტორტის გაჭრითა და ფოიერვერკებით დასრულდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203