კოლოტაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი გრაფიტული ნამუშევრები შექმნეს
05-07-2022

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლოტაურის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო წლის განმავლობაში დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობდნენ. მოსწავლეებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნისა და ნიჭის წარმოჩენას ცდილობდნენ. სკოლაში არ ავიწყდებოდათ არც მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნა. 

კოლოტაურის საჯარო სკოლაში ისტორიის და ხელოვნების პედაგოგების - ინგა ჩიფჩიურისა და ია ბედოშვილის ინიციატივით საქართველოს დამოუკიდებლობისა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. 

სკოლის მოსწავლეებმა ორიგინალური ფორმით აღნიშნეს ეს დღესასწაულები. მათ შორის საინტერესო გრაფიტული ნამუშევარი შეასრულეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203