ნახახულევის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა ნაყოფიერი ოთხი წელი საინტერესო ღონისძიებით შეაჯამეს
05-07-2022
კონსტანტინე მეძველიას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახახულევის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი საინტერესო და აქტივობებით დატვირთული იყო.
მე-4 კლასის მოსწავლეებმა განვლილი ოთხი წელი საინტერესო, ფერადი და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიებით შეაჯამეს.
მათ XI კლასის მოსწავლეებმა სიტყვით მიმართეს და სასწავლო წლის დამთავრება მიულოცეს.
გარდა ამისა, თაკო ფირცხალავამ მოსწავლეები სკოლის ბიბლიოთეკაში მიიწვია. მან მოსწავლეებს მოუწოდა, რომ ახლადშეძენილი წიგნებით ისარგებლონ და ცოდნა გაიმდიდრონ.
„თაკო ფირცხალავამ ახლახან კონკურსში გამარჯვებული სასკოლო პროექტის ფარგლებში შექმნილი მკითხველთა კლუბის სახელით მოსწავლეები მიიწვია სკოლის ბიბლიოთეკაში“,- წერია სკოლის მიერ გავრცეოლებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს