ხაშურის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ წარმატებას მიაღწიეს.
ისინი სხვადასხვა ღონისძებასა და აქტივობაში დიდი ინტერესით ერთვებოდნენ.
სკოლა ინტელექტუალური თამაშის „ბიგ რაუნდის“ გამარჯვებულია. გუნდი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნანა გელაშვილმა მოამზადა.
„ვულოცავთ ჩვენ საამაყო მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ყველა გულშემატკივარს - ამ დიდ გამარჯვებას!
მადლობას ვუხდით გუნდის ხელმძღვანელს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ქალბატონ ნანა გელაშვილს, გუნდის მომზადებისა და მათი ღირსეული გამარჯვებისთვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.