ნადაბურის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი საზეიმოდ დაასრულეს
05-07-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

ამასთან დაკავშირებით, სკოლაში მხიარული, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება გაიმართა. 

მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

ისინი სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ. მათი კლასის დამრიგებელი ნანა ნოზაძეა.

„მშობელთა აქტიური ჩართულობით, სადღესასწაულოდ მორთეს საკლასო ოთახი, წარმოადგინეს მრავალფეროვანი ღონისძიება. მუსიკის მასწავლებელთან მიმოზა სიჭინავასთან ერთად წარმოადგინეს სიმღერები, წაიკითხეს ლექსები და განახორციელეს სხვადასხვა აქტივობები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203