შრომის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
05-07-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ აქტივობასა და ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. 

სკოლაში მოეწყო ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“, რომელშიც მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მათ ღირსეულად იასპარეზეს და თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს. გამარჯვება მე-8 კლასის გუნდმა „ინოვატორები“ მოიპოვა. 

თამაშს ისტორიის მასწავლებელი ნანა სამხარაძე უძღვებოდა. მიმდინარე პროცესს კი სკოლის დირექტორი რუსუდან ცეცხლაძე, პედაგოგებთან ერთად, აკვირდებოდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203