„თავისუფლებისთვის! ჩვენთვის! საქართველოსთვის!“ - გაიცანით, პატარა პატრიოტები სიმონიანთხევის საჯარო სკოლიდან
05-07-2022

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონიანთხევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით სასწავლო წლის მანძილზე დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობდნენ. 

რა თქმა უნდა, მასწავლებელთა და მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, ისეთი მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაული, როგორიც 9 აპრილია. ამ დღესთან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეებმა პატრიოტული ღონისძიება გამართეს, 9 აპრილის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს და საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

„ჯერ პატარები არიან, სიტყვების მნიშვნელობა და გააზრებაც რომ ძნელია ამ ასაკში, თუმცა იციან რამდენად მნიშვნელივანია ჩვენთვის 9 აპრილი...

სვამენ უამრავ კითხვას და არსებობს ერთადერთი პასუხი:
თავისუფლებისთვის!
ჩვენთვის!
საქართველოსთვის! “,- აღნიშნავს მოსწავლეთა პედაგოგი.

იხილეთ ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203