შემოქმედის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა აქტივობებით დატვირთული, მრავალფეროვანი ღონისძიება გამართეს
05-07-2022
აკაკი სურგულაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ აქტივობასა და ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. 

მეოთხე კლასის მოსწავლეებმა არაჩვეულებრივი ღონისძიება მოაწყვეს. ისინი საზეომოდ გამოეწყვნენ, აქტივობებში დიდი მონდომებით ჩაერთნენ, შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

მათი კლასის ხელმძღვანელი ნინო დუმბაძეა.

„გამორჩეულად ლამაზი და ხალისიანი დღე იყო ჩვენთან, სკოლაში. საოცარი სანახაობა გამართეს მეოთხეკლასელებმა. ან როგორი სიმპათიურები, ლამაზები, თანამედროვეები, ფერადები იყვნენ, როგორ მოილხინეს და მოგვალხინეს, როგორ იბედნიერეს და გვაბედნიერეს?... მიყვარხართ, ბავშვებო! თქვენით ამაყი ვარ ნინო, მანანა! მეძვირფასებით, ჩემო დასაყრდენო მშობლებო! მადლობა იმისთვის, რომ ასეთი არაჩვეულებრივი შვილები გყავთ, მადლობა იმისთვის, რომ ზრუნავთ და ანებივრებთ თქვენს შვილებს, მადლობა არჩევანისთვის, სითბოსთვის, თითოეული სამადლობელი სიტყვისთვის!“,- წერს სკოლის დირექტორი ნინო სადრაძე.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203