ზარიძეების საჯარო სკოლაში ისტორიაში სახალისო-შემეცნებითი კონკურსი ჩატარდა
05-07-2022

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობდნენ და მათი ცოდნისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ცდილობდნენ. 

მათ შორის, აუცილებლად აღსანიშნავია, 25 მაისს, ზარიძეების საჯარო სკოლაში ჩატარებული სახალისო-შემეცნებითი კონკურსი ისტორიაში. კონკურსს მასწავლებელი - მარინა თოთიაური ხელმძღვანელობდა. 

​კონკურსში მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიების დასაწყისში მარინა თოთიაურმა დამსწრე საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

ისტორიის სწავლების მნიშვნელობაზე და მის აქტუალობაზე ისაუბრა მე-8 კლასის მოსწავლემ, მარიამ მოკვერაშვილმა. ლექსი სამშობლოზე წაიკითხა მე-8 კლასის მოსწავლემ გიორგი ღვინიაშვილმა.

ღონისძიება ძალიან საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. გამარჯვებულები გახდნენ მე-11 კლასის მოსწავლეები.

ყველას გადაეცა სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203