ხაშურის N7 საჯარო სკოლის მასწავლებლები რაიონულ კონფერენციაზე წარმატებით წარდგნენ
05-07-2022

ხაშურის N7 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით სხვადასხვა კონფერენციებში, ტრენინგებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებში არიან ჩართულნი. 

მათ შორის სკოლის მასწავლებლები მასწავლებელთა რაიონულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ. 

მასწავლებელთა რაიონული კონფერენცია 23 ივნისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ქალაქ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ზოგადი განათლების რეფორმის გუნდის ორგანიზებით, ხაშურის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა;

კონფერენციაში მომხსენებლად ​ხაშურის მუნიციპალიტეტის 48 მასწავლებელი მონაწილეობდა, რომელთაგან ხაშურის N7 საჯარო სკოლიდან ექვსმა მასწავლებელმა გააკეთა მის მიერ განხორციელებული კომპლექსური დავალების პრეზენტაცია. ესენი არიან:

  • ინგლისური ენა : ლელა პაჩუაშვილი;
  • ისტორია : ნინო ციყელაშვილი;
  • მუსიკა : ნათია ბარბაქაძე;
  • ქართული ენა და ლიტერატურა: მაკა არევაძე;
  • მათემატიკა: ლამზირა ხახიშვილი;
  • ბუნება: ანა ტაბატაძე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203