„სიკეთე“- დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მეექვსეკლასელთა საინტერესო კომპლექსური დავალება
05-07-2022

დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი კომპლექსური დავალებებია. მოსწავლეები და მასწავლებლები კომპლექსურ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. სასწავლო წლის მანძილზე მოსწავლეებმა არაერთ საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს, რომელთა შორის აუცილებლად აღსანიშნავია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მარინე ხვედელიძის ხელმძღვანელობით, მეექვსე კლასის მოსწავლეებთან ერთად, განხორცილებული კომპლექსური დავალება თემაზე: სიკეთე ; თემატიკა- ბუნება და ადამიანი (ზრუნვა ბუნებაზე) .  

„ბავშვებმა წარმოადგინეს საინტერესო წერითი ნამუშევრები, პერსონაჟთა: მდინარისა და მთის წყაროს შედარებითი დახასიათება (ვაჟა-ფშაველას მოთხრობის „მთის წყარო“ მიხედვით), პრეზენტაციის დროს მოსწავლეებმა ხაზგასმით წარმოაჩინეს მსგავსება-განსხვავება მთის წყაროსა და მდინარეს შორის. ყოჩაღმა მეექვსეკლასელებმა კარგად გაართვეს დავალებას თავი. წარმატებებს ვუსურვებთ მათ, მარინა მასწავლებელთან ერთად!“- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203