ხარაგაულის N3 სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებითა და სასწავლო- შემეცნებითი ექსკურსიით დაასრულეს
05-07-2022

დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დაასრულეს. სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ დალი ლურსმანაშვილის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოება ოქროს საწმისის ქვეყანაში ამოგზაურეს.

სკოლასა და პედაგოგებს კი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით გამოემშვიდობნენ. 

„საოცარი შთაბეჭდილებით დაასრულეს ჩვენი სკოლის მეცხრე, მეათე კლასის მოსწავლეებმა 2021-2022 სასწავლო წელი. მათ, კიდევ ერთი ულამაზესი ღონისძიება შემოგვთავაზეს. დამრიგებელ დალი ლურსმანაშვილის ორგანიზებით, გაგვიცოცხლეს ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მითი  არგონავტების შესახებ და გვამოგზაურეს ოქროს საწმისის ქვეყანაში.

ისტორიით, სიმღერითა და ცეკვით დააბრუნეს შორეული წარსულიდან იასონი, მედეა, აიეტი, აფსირტე და თვალწინ გადაგვიშალეს კოლხეთის ირგვლივ არსებული სიმდიდრე და სილამაზე.

მოსწავლეები სკოლას სასწავლო- შემეცნებითი ექსკურსიით დაემშვიდობნენ, მოინახულეს: მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, დადიანების საზაფხულო რეზიდენცია, ზუგდიდის დადიანების სახლ-მუზეუმი და ნოქალაქევი (ციხეგოჯი, არქეოპოლისი)“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203