როდის დაერიცხებათ შვებულების თანხა პედაგოგებს - ივლისში ისინი სკოლაში აღარ ივლიან
05-07-2022
დღეიდან მასწავლებლების შვებულება იწყება - ივლისის დასაწყისიდან აგვისტოს ბოლომდე, პედაგოგები სკოლაში აღარ მივლენ. საინტერესო კი ისაა, როდის აიღებენ შვებულების თანხას სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები და საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, აღნიშნული კითხვით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ.
ჩხენკელის უწყებაში განმარტეს, რომ შვებულების თანხა ივლისის დასაწყისშივე ჩაირიცხება:
„როგორც ჩვენ გვითხრეს, შვებულების თანხა ივლისის დასაწყისში, ძალიან მალე წამოვა... ამ დღეებში მასწავლებლები უკვე შეძლებენ თანხის აღებას“.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს