ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში სახალისო ინტელექტუალური შეჯიბრი ჩატარდა
05-07-2022

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. წლის მანძილზე დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო-შემეცნებით, საზეიმო თუ გასართობ ღონისძიებებს სთავაზობდნენ. 

რა თქმა უნდა, მასწავლებელთა და მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. სკოლაში დღესასწაულთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი ღონისძიებები მოეწყო.

მათ შორის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, შორენა კვირკვიას ფასილიტატორობით, ჩატარდა ინტელექტუალური შეჯიბრი, სადაც ორი გუნდი შეეჯიბრა ერთმანეთს: მხატვრულ კითხვაში, სიმღერაში, ცეკვაში, იუმორში, კულინარიაში და ა.შ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203