ხელედის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნახატების გამოფენა გაიმართა
05-07-2022

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით განვლილი სასწავლო წლის მანძილზე პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ. 

მათ შორის, სასწავლო წლის ბოლოს დღეს, 15 ივნისს, სკოლაში, ხელოვნების პედაგოგის, ლია ქურასბედიანის ინიციატივით, II-VII კლასის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა გაიმართა. 

ბავშვებმა ღონისძიებაზე ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ნამუშევრები წარადგინეს. გამოფენამ დიდი მოწონება დაიმსახურა.

სკოლის დირექცია მოსწავლეებს წარმატებებს და საინტერესო იდეების რეალიზებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203