თბილისის N119 სკოლის მოსწავლე თორნიკე ხოკერაშვილი ზოგადი უნარების ოლიმპიადაზე საუკეთესო სამეულში მოხვდა
05-07-2022
თბილისის N119 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ წარმატებას მიაღწიეს.
მათ შორის იყო მე-8ბ კლასის მოსწავლე თორნიკე ხოკერაშვილი, რომელიც ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ ოლიმპიადაში მონაწილეობდა.
აღნიშნულ ოლიმპიადაში გამარჯვებულები სხვადასხვა მნიშვნელოვანი პრიზით ჯილდოვდებიან, როგორებიცაა ბრაიტონის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის დაფინანსება, 100%, 70% და 50%-იანი გრანტი საერთაშორისო აკრედიტებულ პროგრამაზე (AP) - American High School. ხოლო, ოლიმპიადის ყველა მონაწილე 30%-იანი გრანტით ისარგებლებს.
თორნიკე ხოკერაშვილი გამარჯვებულ სამეულში მოხვდა და 50%-იანი გრანტი მოიპოვა.
„თორნიკე ჩემს სადამრიგებლოშია, ძალიან ნიჭიერი, გამორჩეული, მოწესრიგებული და მიზანდასახული ბიჭია“, - აღნიშნავს მოსწავლის დამრიგებელი მაია მუშკუდიანი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო