თბილისის N16 სკოლის მესამეკლასელებმა მეგობარი სკოლის მოსწავლეებთან მათემატიკური ვიქტორინა ითამაშეს
05-07-2022
დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით განვლილი სასწავლო წლის მანძილზე დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან სკოლის შიდა თუ გარე აქტივობებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებს სთავაზობდნენ. 

მათ შორის, აუცილებლად აღსანიშნავია თბილისის N16 და თბილისის N58 საჯარო სკოლების ერთობლივი მათემატიკური კონკურსი, რომელსაც თბილისის N58 საჯარო სკოლამ უმასპინძლა. 

კონკურსი მიზნად ისახავდა მოსწავლეთა შორის თანამშრომლობითი კულტურის განვითარებას.

კონკურსში მონაწილეობდნენ N16 და N58 სკოლის მესამე კლასის მოსწავლეები. 

მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია მათთვის უცხო თანატოლებთან თანამშრომლობამ, ვიქტორინის ბოლოს ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული გუნდი და მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

„დიდი მადლობა N58 სკოლას გულთბილი მასპინძლობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203