დაისვენებენ თუ არა სკოლები დიდ ხუთშაბათს
26-03-2018
სკოლები დიდ ხუთშაბათს, შარშანდელის მსგავსად, წელსაც არ დაისვენებენ. ამის შესახებ Etaloni.ge-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, სააღდგომო პერიოდში სკოლები წითელი პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით დაისვენებენ:

„აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სკოლები დაისვენებენ, წითელ პარასკევს - 6 აპრილს და ორშაბათს - 9 აპრილს. წითელი პარასკევის წინა დღეს, ხუთშაბათს კი სკოლებში სწავლა ჩვეულებრივ იქნება,“ - აღნიშნეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203