
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოფის საჯარო სკოლის პედაგოგი ფატი მუშკუდიანი საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა - etaloni.ge სასკოლო ცხოვრების, აქტივობა-სიახლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის ეროვნულ საქმეში ნაყოფიერი, ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობისთვის დიპლომით დააჯილდოვა.
ფატი მუშკუდიანი სკოლის საკეთილდღეო საქმეში აქტიურად არის ჩართული და etaloni.ge-სთან ნაყოფიერად თანამშრომლობს.
სკოლაში პედაგოგის წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ.