
ამრახ ასლანოვის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაკენდის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი თინათინ ბუდაღაშვილი etaloni.ge-მ დააჯილდოვა.
საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა მასწავლებელს სასკოლო ცხოვრების, აქტივობა-სიახლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის ეროვნულ საქმეში ნაყოფიერი, ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობისთვის დიპლომი მიანიჭა.
თინათინ ბუდაღაშვილი სკოლის სახელის ღირსეულად წარმოსაჩენად etaloni.ge-სთან აქტიურად თანამშრომლობს და ცოდნის პოპულარიზაციის საქვეყნო საქმეში ჩვენს გვერდით დგას.
სკოლაში პედაგოგის წარმატება ახარებთ.