დამიაგეორარხის საჯარო სკოლის პედაგოგი ელზა ლურსმანაშვილი etaloni.ge-სთან აქტიური თანამშრომლობისთვის დაჯილდოვდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიაგეორარხის საჯარო სკოლის პედაგოგი ელზა ლურსმანაშვილი etaloni.ge-მ დააჯილდოვა.
საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა მასწავლებელს სასკოლო ცხოვრების, აქტივობა-სიახლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის ეროვნულ საქმეში ნაყოფიერი, ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობისთვის დიპლომი მიანიჭა.
ელზა ლურსმანაშვილი სკოლის საკეთილდღეო საქმეში აქტიურად არის ჩართული და სკოლის სახელის ღირსეულად წარმოსაჩენად
etaloni.ge-სთან წარმატებით თანამშრომლობს.
სკოლაში პედაგოგის წარმატება ახარებთ.