ოფრეთის საჯარო სკოლის პედაგოგ თინა ბაწაშვილს etaloni.ge-ს დიპლომი მიენიჭა
04-07-2022

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფრეთის საჯარო სკოლის პედაგოგი თინა ბაწაშვილი etaloni.ge-მ დააჯილდოვა. 

მასწავლებელს საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა სასკოლო ცხოვრების, აქტივობა-სიახლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის ეროვნულ საქმეში ნაყოფიერი, ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობისთვის დიპლომი მიანიჭა. 

თინა ბაწაშვილი სკოლის სახელის ღირსეულად წარმოსაჩენად etaloni.ge-სთან აქტიურად თანამშრომლობს და ცოდნის პოპულარიზაციის საქვეყნო საქმეში ჩვენს გვერდით დგას.

პედაგოგს სკოლაში წარმატებას ულოცავენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203