
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი მაკა ანთაძე საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა - etaloni.ge სასკოლო ცხოვრების, აქტივობა-სიახლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის ეროვნულ საქმეში ნაყოფიერი, ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობისთვის დიპლომით დააჯილდოვა.
პედაგოგი სკოლის საკეთილდღეო საქმეში აქტიურად არის ჩართული და სკოლის სახელის ღირსეულად წარმოსაჩენად etaloni.ge-სთან ნაყოფიერად თანამშრომლობს.
მაკა ანთაძეს სკოლაში წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.