იმერის საჯარო სკოლის პედაგოგ ზურაბ ვანაძის ხელმძღვანელობით ლიტერატურული კლუბი ჩამოყალიბდა
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერის საჯარო სკოლაში პედაგოგების ხელმძღვანელობით სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებისთვის არაერთი საინტერესო აქტივობა განხორციელდა.
მათ შორის, აღსანიშნავია, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ზურაბ ვანაძის ორგანიზებით ლიტერატურული კლუბი ჩამოყალიბდა.
კლუბის ჩამოყალიბების მიზანი იყო, რომ მოსწავლეებს უწყვეტი სწავლის სიყვარული გაუღვივდეთ, მიეცეთ შესაძლებლობა ენთუზიაზმით მოეკიდონ და მოიხიბლონ ლიტერატურის სამყაროთი.
კლუბის წევრები საინტერესო დისკუსიებსა და დებატებში აქტიურად ერთვებოდნენ. ასევე, მოსწავლეებს ეძლეოდათ საშუალება სხვადასხვა ტექსტის ტიპებს, ლიტერატურულ ელემენტებსა და ჟანრებს გასცნობოდნენ.
„კლუბის მთავარი მიზანია მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციური უნარების ჩამოყალიბება. ასევე, მოსწავლეებს უვითარდებათ კრიტიკულ-ანალიტიკური აზროვნების უნარები. სწავლობენ როგორ გადმოსცენ აზრი წერილობით და ზეპირმეტყველებით“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.