იმერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს
04-07-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ იმერის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სკოლის მოსწავლეები საგრანტო კონკურსში - „წალკის ახალგაზრდული იდეა“ მონაწილეობდნენ და გაიმარჯვეს.
მოგებული თანხით შეიძინეს წიგნები და პროექტის მიხედვით დაგეგმილი აქტივობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, როგორც მოსწავლე-მასწავლებლებს, ასევე მშობლებსა და მიწვეულ სტუმრებს.
შეხვედრა ღონისძიების ფორმატში ჩატარდა. პროექტის ორგანიზატორებმა: მელანო ბერიძემ, დიანა გორგაძემ, ნატო ვანაძემ და მარიკა ხოზრევანიძემ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია მკითხველის პასუხისმგებლობისა და ყველა იმ საკითხის შესახებ, რომელიც ეხება როგორც წიგნის გაცემას, ასევე აქტივობებში და ინტელექტუალურ შეჯიბრებებში ჩართვას.
უმცროსკლასელებმა კი წაიკითხეს ლექსები წიგნის სარგებლიანობასთან დაკავშირებით.
იმერის საჯარო სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც მეტ-ნაკლებად მხარი დაუჭირა ახალგაზრდებს პროექტის განხორციელებაში, განსაკუთრებით კი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ზურაბ ვანაძეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს