
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტნუსის საჯარო სკოლის პედაგოგი ლიკა ოკმილაშვილი etaloni.ge-მ დააჯილდოვა.
საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა აქტიურ მასწავლებელს სასკოლო ცხოვრების, აქტივობა-სიახლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის ეროვნულ საქმეში ნაყოფიერი, ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობისთვის დიპლომი მიანიჭა.
ლიკა ოკმილაშვილი ყოველთვის აქტიურად არის ჩართული სკოლის საკეთილდღეო საქმეში, სკოლის სახელის ღირსეულად წარმოსაჩენად etaloni.ge-სთან აქტიურად თანამშრომლობს და ცოდნის პოპულარიზაციის ეროვნულ საქმეში ჩვენს გვერდით დგას.
სკოლაში პედაგოგის დაფასება ახარებთ და წარმატებას ულოცავენ.