„გვიყვარხართ და გვეიმედებით!“ - ლესის საჯარო სკოლის პედაგოგთა ვიდეომიმართვა 2022 წლის კურსდამთავრებულებს
04-07-2022
გიორგი ლომაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა და ტრადიციულად, მეთორმეტეკლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
მოსწავლეები ცხოვრების ახალ ეტაპზე ამაგდარმა პედაგოგებმა ემოციურად გააცილეს და მათთვის სპეციალურად ვიდეომილოცვები ჩაწერეს. მეთორმეტეკლასელებს სკოლის დასრულება მიულოცეს და მშობლიური სკოლის სასახელოდ ყოველივე საუკეთესო უსურვეს.
„განშორების მსუბუქი ცრემლის, მოგონებების, სიყვარულისა და გულწრფელობის დღე... ყველა კურსდამთავრებულს (განსაკუთრებით ჩვენს გოგო-ბიჭებს) გილოცავთ სკოლის დამთავრებას. სურვილების, ოცნებების, გეგმების ასრულებას გისურვებთ! გვიყვარხართ და გვეიმედებით!“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ მილოცვაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს