ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლაში მეორეკლასელებისთვის საინტერესო ვიქტორინა ჩატარდა
04-07-2022

ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ანალიტიკური და ინტელექტუალური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო წლის მანძილზე არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებასა თუ კონკურსს სთავაზობდნენ. 

მათ შორის აუცილებლად აღსანიშნავია, მე-2 კლასში ჩატარებული პირველი ვიქტორინა. ვიქტორინის მიზანი გახლდათ ნასწავლი მასალის შემოწმება და მოსწავლეთა სოციალური უნარების განვითარება.

მოსწავლეები ვიქტორინაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203