ჩიბათის საჯარო სკოლის მეექვსეკლასელები ქართული ენის სიწმინდის დაცვის სადარაჯოზე
04-07-2022
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სკოლაში პედაგოგების ხელმძღვანელობით მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიდნენ.
მათ შორის, აღსანიშნავია, დედა ენის დღესადმი მიძღვნილი აქტივობა, რომელიც მე-6 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, თინიკო სარჯველაძეს ხელმძღვანელობით აღინიშნა.
მოსწავლეებმა ხელებზე სიტყვების სწორი და არასწორი ფორმები დაიწერეს და საზოგადოებას სწორი სიტყვებით მეტყველებისკენ მოუწოდეს.
„მე შეგახსენებთ გალაკტიონს ალალ-მართლურად, პირდაპირ გეტყვით, არ დაგიწყებთ იგავ-არაკებს: „ილაპარაკეთ, მე თქვენ გთხოვთ ოღონდ ქართულად, ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიებას ფონად შემდეგი სლოგანები: „მე ვიცავ“ და „დაიცავი შენც“ გასდევდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო