თბილისის N6 საჯარო სკოლის მოსწავლის, საბა მაქაცარიას სპორტული წარმატება
04-07-2022
თბილისის N6 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი ტრადიციულად წარმატებით დასრულდა.

​სკოლის საამაყო მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში ყოველთვის აქტიურად და ამავდროულად დიდი წარმატებით ასპრაზობენ.

ამჯერადაც, სკოლის ერთ-ერთი საამაყო მოსწავლე, საბა მაქაცარია 16 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა.

ქართველმა კუდოისტმა + 68 კატეგორიის ფინალში ლიეტუველი ნოჯუს მარტუსევიჩიუსი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

„ბევრი წარმატება საბას ჩვენი ევროპის ჩემპიონს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203