„ევოლუციის შედეგები“ - ნადაბურის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეთა საინტერესო კომპლექსური დავალება
04-07-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეები სხვადასხვა კომპლექსურ დავალებებზე აქტიურად მუშაობდნენ.
მათ შორის, მეცხრე კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება სახელწოდებით - „ევოლუციის შედეგები“ შეასრულეს.
მოსწავლეებმა წარადგინეს თემასთან დაკავშირებული ნახატები, პრეზენტაციები და სლაიდი.
მოსწავლეების პედაგოგი კი მაია ნოზაძე გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ კომპლექსურ დავალებაზე მეცრეკლასელებმა დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით იმუშავეს.