აკეთის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს ღონისძიებით გამოემშვიდობნენ
04-07-2022
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს საზეიმო ღონისძიებით ემოციურად დაემშვიდობნენ. მრავალფეროვანი ღონისძიების ფარგლებში ნიჭიერმა მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობები წარადგინეს და საკუთარი შემოქმედებითი ნიჭი კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს.

ღონისძიების ორგანიზატორები კი ინგა სალუქვაძე და სოფიკო ვადაჭკორია გახლდათ.

„აკეთის საჯარო სკოლაში მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. ვულოცავთ ამ საოცარ ბავშვებს და ვუსურვებთ უამრავ წარმატებას! დაე, სიხარულით, წინსვლით, წარმატებებით დახუნძლული იყოს მათი მომდევნო ნაბიჯები სკოლა მადლობას უხდის ორგანიზატორებს - ინგა სალუქვაძეს და სოფიკო ვადაჭკორიას“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203