ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლის მესამეკლასელმა, კაკო მოდებაძემ ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე საპრიზო ადგილი დაიკავა
04-07-2022

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლაში არაერთი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა წინსვლას სკოლა საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს. 

ასეთი ერთ-ერთი მოსწავლეა მესამეკლასელი კაკო მოდებაძე, რომელმაც ბოლნისში ჩატარებულ ანზორ მარგველანის ხსოვნისადმი მიძღვნილ XVII საერთაშორისო ტურნირზე ძიუდოში ჭაბუკთა შორის 24კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა.

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

„ვულოცავთ კაკოს წარმატებას და ვუსურვებთ, კვლავაც ბევრჯერ გაეხარებინოს გულშემატკივარი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203