მერჯევის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ნახატების კონკურსში
04-07-2022
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეები არაერთ კონკურსში მონაწილეობდნენ და ამავდროულად, დიდი წარმატებით.

მათ შორის აღსანიშნავია, პაოლო იაშვილის სახლ-მუზეუმში გამართული 9 აპრილისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსის „არა ომს - არა ოკუპაციას“ გამარჯვებულთა დაჯილდოება.

„ვულოცავთ გამარჯვებას და პირველ ადგილს სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე თეკლა ციცქიშვილს, მესამე ადგილს მეექვსე კლასის მოსწავლე ლორენა ტაბატაძეს და მეათე კლასის მოსწავლე თემო გათაშვილს, ვულოცავთ აღნიშნულ წარმატებას სკოლის ხელოვნების მასწავლებელ ეკატერინე ბედიანიძეს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203