თბილისის N61 სკოლის მეექვსეკლასელებისგან შემდგარი გუნდი მათემატიკურ მარათონში მონაწილეობდა
04-07-2022
თბილისის N61 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი დასრულდა, თუმცა მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან და საინტერესო აქტივობებში კვლავ დიდი ენთუზიაზმით აგრძელებენ მონაწილეობას.
1 ივლისს, USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში - „მათემატიკური მარათონი“გაიმართა. შეხვედრაში, რომელიც ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, თბილისის N61 საჯარო სკოლის მე-6ა კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.
გუნდი „ვექტორი 61“ 5 წევრისგან: მარიამ ღლონტის, ნუცა ქევანიშვილის, ანამარია ქანთარიას, ნიკოლოზ ჯოხაძისა და ანდრია კუპატაძისგან შედგებოდა.
„რთული და სახალისო დავალებების შესრულების შემდეგ ბავშვებს დახვდათ მხიარულება, სიურპრიზები და პრიზები“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო