დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოციალურ საცხოვრისში ღია ბიბლიოთეკა მოაწყვეს
04-07-2022
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლეებმა კიდევ ერთი სოციალური პროექტი განახორციელეს. სკოლის მოსწავლეებმა იდეების კონკურსში გაიმარჯვეს და ღია ბიბლიოთეკა კაზრეთის სოციალურ საცხოვრისში გააკეთეს.

„ბიბლიოთეკა ჩემს სახლთან ახლოს“ ბოლნისის ახალგაზრდული იდეა/Bolnisi Youth Idea და Europe Foundation ევროპის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომლის ფარგლებშიც დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: მარიამ გვარაძემ, საბა სელიმაშვილიმა და ანი მენაბდიშვილმა იდეების კონკურსში გამარჯვების შემდეგ კაზრეთის სოციალურ საცხოვრისში ღია ბიბლიოთეკა განათავსეს; რასაც თემის წევრების მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოყვა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203