აკეთის საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელთათვის სასწავლო ექსკურსია მოეწყო
04-07-2022
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სკოლის დირექციისა და პედაგოგების ხელშეწყობით მოსწავლეებისთვის სხვადასხვა სახის შემეცნებითი და მნიშვნელოვანი აქტივობები ხშირად იმართება.
მათ შორის, აღსანიშნავია, მოსწავლეების ქობულეთის მრავალპროფილურ კოლეჯ - „ახალი ტალღაში“ ვიზიტი.
„წარმატებული არჩევანის გასაკეთებლად, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული წინსვლის დაგეგმვის მიზნით აკეთის საჯარო სკოლის XI კლასის სასწავლო ექსკურსია ქობულეთის მრავალპროფილურ კოლეჯში - „ახალი ტალღა“.
მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ კოლეჯის ყველა საგანმანათლებლო პროგრამას, თავიანთი შთაბეჭდილებები და სამომავლო გეგმები სკოლაში გამოშვებულ კედლის გაზეთში ასახეს. პროექტის ხელმძღვანელები: მერი ჩიკვილაძე და თამარ ჩხაიძე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო