დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეების სახალისო და შემეცნებითი გასვლითი აქტივობები
04-07-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებისთვის არაერთი საინტერესო, მრავალფეროვანი, სახალისო და შემეცნებითი აქტივობა გაიმართა.

მოსწავლეებისთვის ასევე, ხშირად იმართებოდა გასვლითი აქტივობები, რომლებშიც ბავშვები დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ. 

მათ შორის აღსანიშნავია სკოლის მეწარმეობის კლუბის ვიზიტი ოზურგეთის ტექნოპარკში და მერვეკლასელების სტუმრობა ოზურგეთი კულტურისა და დასვენების პარკში.

აღსანიშნავია, რომ ორივე აქტივობა ბავშვებისთვის დასამახსოვრებელი და საინტერესოსთან ერთად, სახალისოც იყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203