ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდებმა რაგბის ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი ტრადიციულად წარმატებით დასრულდა.
სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობდნენ.
მათ შორის აღსანიშნავია რაგბის ჩემპიონატი, სადაც სკოლის 17 წლამდე ვაჟთა გუნდმა მე-3 ადგილი მოიპოვა, ასევე, მე-4 ადგილზე გავიდნენ ნოქალაქევის საჯარო სკოლის 17 და 13 წლამდე გოგონათა გუნდები.
საქართველოს რაგბის კავშირის ეგიდით, სენაკის „ეგრისის“ სტადიონზე გამართული, ქართული სპორტის გამორჩეული მორაგბისა და მოღვაწის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის, ღირსების ორდენის კავალერის, საქართველოს რაგბის დამოუკიდებელი ფედერაციის ფუძემდებლის, ქართული რაგბის ლეგენდის, დათო კილასონიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ჩემპიონატი რაგბში.
ჩემპიონატის ფარგლებში, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ორი ტურნირი ჩატარდა.
ტურნირებში დასავლეთ საქართველოს 16 გუნდი მონაწილეობდა.
პირველი ტურნირი 17 წლამდე ასაკის მონაწილეებს შორის ჩატარდა ხოლო, მეორე ტურნირი კი 13 წლამდე ასაკის მოსწავლეებს შორის.